მთავარი ჩვენ შესახებ ვიდეო კონტაქტი facebook
ჩვენ შესახებ

კომპანია „Caucasus Yachts“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის იახტების, კატერების და საწყალოსნო სპორტის ერთადერთ მომწოდებელს კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) და ყაზახეთში.

ჩვენ სიამაყით წარმოვადგენთ Ferretti ჯგუფის ყველა საპროდუქტო ხაზის ფართო სპექტრს, რომელიც წარმოადგენს 8 მეტრიანი კატერებით დაწყებული, 45+ მეტრიანი იახტებით დამთავრებულ პრემიუმ კლასის პროდუქტებს. ჩვენ გთავაზობთ “რივას” პრესტიჟულ იახტებს, “ფერეტის” მაღალი ხარისხის დიდი და საშუალო ზომის კრუიზერებს, “პერშინგის” ფირმის სპორტულ და “ქასთომ ლაინის” ბრენდის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ მდიდრულ იახტებს. აგრეთვე მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ წყლის მოტოციკლეტის, ჰიდროციკლის ან უფრო მცირე ზომის კატერი შეძენაში წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ დახმარებას გაგიწევთ იახტის დაქირავებაში, მის მოვლასა და ტექნიკურ მომსახურებაში და იახტის მენეჯმენტში.

თუ თქვენ გაქვთ საწყალოსნო სპორტთან დაკავშირებული მოთხოვნა, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. ჩვენ მზად ვართ თქვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ!